ბონდო მძინარიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს – “ცოტათი მაინც თუ შეგრცხვება”

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს!

“დილით, კანცელარიაში რომ მიხვალ, ზედა, მესამე სართულის შესასვლელიდან შედი, შესვლამდე კი მარჯვნივ გაიხედე, – ირმა ინაშვილს, ადა მარშანიას, ლევან თედიაშვილს და ემზარ კვიციანს დაინახავ…

ბევრი არაფერი, უბრალოდ მაინტერესებს, ცოტათი თუ მაინც შეგრცხვება!“

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა გუშინ აქცია გამართეს. როგორც პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი აცხადებს, ისინი ითხოვენ სამართლიან არჩევნებს და არჩევნებში მონაწილე მინისტრების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას. საუბარია „რესპუბლიკელ“ გიგლა აგულაშვილსა და თინათინ ხიდაშელზე. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა აღნიშნული მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართეს. შიმშილობის აქცია გვიან ღამით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაიწყო

Leave A Reply

Your email address will not be published.