ბონდო მძინარიშვილი: “ქვეყანა კი სულაც ფეხებზე ჰკიდია ცოლსაც და ქმარსაც!”

“თბილისი დუღს და არ გაინტერესებთ, სად არის ახლა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი? რატომ არ გამოდის და არ აკეთებს კომენტარს?!
ახლახან კახეთიდან მაცნობეს, რომ უსუფაშვილი თამარ ხიდაშელის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და საგარეჯოში ჩავიდა. ამჟამად კი თოხლიაურში იმყოფება.
თინა ხიდაშელი ვერ ბედავს საგარეჯოელებთან შეხვედრას. იცის, რასაც ფიქრობენ კახელები ყოფილ მაჟორიტარზე და ამიტომ თანამეცხედრე აფრინა დაცვითა და დამკვრელებით.
მინისტრი აგულაშვილი რომ დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, ეგ არ იყო საკმარისი და ახლა პარლამენტის თავმჯდომარე შეუერთდა.
თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია საგარეჯოელებზე ზემოქმედება და ერთი მანდატის ხელში ჩაგდება?
მოკლედ, მძიმე არტილერია საქმეში ჩაერთო – მინისტრმა ხიდაშელმა “ზარბაზანი დააქუხა” საგარეჯოში – “ჭაღარა მინიონი” აგიტატორობს! ქვეყანა კი სულაც ფეხებზე ჰკიდია ცოლსაც და ქმარსაც!”

წერს ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.