“ბორჯღალოსნები” დღეს გერმანიის მორაგბეთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან

“რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეორე ტურში “ბორჯღალოსნები” დღეს გერმანიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან.
თამაში რუსთავში, 15:00 საათზე დაიწყება.საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” პირველ მატჩში ბელგიის ნაკრები დაამარცხა. შეხვედრა, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, ანგარიშით 6:31 დასრულდა.

ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ ხუთ შეხვედრას გამართავენ. ქართველების მეტოქეები გერმანია, ესპანეთი, რუსეთი და რუმინეთი იქნებიან.

Comments
Loading...