ბორჯღალოსნები თბილისის მცველის გასაღებით დააჯილდოვეს


“თბილისობა 2015” “საპატიო თბილისელების” დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და დედაქალაქის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა.

დედაქალაქის მერმა საპატიო მოქალაქეებს სიგელები და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა. სიმბოლური გასაღები საპატიო თბილისელებთან ერთად ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს.

თბილისის ვიცემერმა ლაშა აბაშიძემ ქართველ მორაგბეებს საპატიო თბილისელის სამკერდე ნიშნები გადასცა.

“დღეს მე ვარ მე-16. ბიჭებო გილოცავთ იმ წარმატებას, რასაც მიაღწიეთ. თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატებაა. თქვენ საქართველოს რაგბის ისტორიაში მიაღწიეთ საუკეთესო შედეგს და მთელს მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ საქართველო არის გამარჯვებული”, – განაცხადა ვიცემერმა.

“იმ დიდი დამსახურებისთვის, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს, მათ თბილისის მცველის გასაღები გადაეცემათ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ და ბორჯღალოსნებს “თბილისის მცველის” გასაღები გადასცა.

Comments
Loading...