“ბორჯღალოსნებმა” ესპანელები 38:7 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ერთა თასის გათამაშების მესამე ტურში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

მატჩი ცოტა ხნის წინ ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

“ბორჯღალოსნებმა” მეტოქე ანგარიშით 38:7 დაამარცხეს. დღევანდელ მატჩამდე ესპანეთის ნაკრებთან ქართველ ბორჟღალოსნებს 16 მატჩი აქვთ ჩატარებული. აქედან “ბორჯღალოსნებმა” 12 შეხვედრა მოიგეს, სამი წააგეს, ხოლო ერთი ფრედ დაასრულეს.

ქართველი მორაგბეები მომდევნო მატჩს 12 მარტს, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

Comments
Loading...