ბორჯომის მუნიციპალიტეტში 12 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მასშტაბური ოპერატიული ღონისძიების გატარების შედეგად, სამართალდარღვევის 15 ფაქტი – არარეგისტრირებული სახერხი საამქროები, დიდი რაოდენობით უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

‘სოფლებში მზეთამზე, საკირე, ყვიბისი და ჭობისხევი დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს და დალუქეს 12 არარეგისტრირებული, ე.წ. “ლენტური ტიპის” სახერხი საამქრო, სადაც განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული ხე-მასალა.

გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, ადგილზე შედგა შესაბამისი აქტები. ასევე მიმდინარეობს შესაბამისი მოკვლევა სხვა სახის სამართალდარღვევათა გამოსავლენად.

ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ipress.ge

Comments
Loading...