ბორჯომში ქალი ხიდიდან გადახტა

ბორჯომში, სილამაზის ხიდიდან ქალი მტკვარში გადახტა.

არსებული ინფორმაციით, ქალმა ხიდზე სკამი მიიტანა, რომლის საშუალებითაც წყალში გადახტა.

როგორც “ინფო 9”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ჩაერთვნენ.

მაშველებმა ცხედარი რამდენიმე საათში ამოიყვანეს.

Comments
Loading...