ბოჭორიშვილი – მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არის

არანაირი დაპირისპირება მმართველ გუნდში არ არის, ოთხპუნქტიანი გეგმა გახლავთ ძალიან ცხადი და ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
”არანაირი დაპირისპირება მმართველ გუნდში არ არის. ოთხპუნქტიანი გეგმა გახლავთ ძალიან ცხადი და ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა ოთხი მიმართულებით და ამაზე, ჩემი ინფორმაციით, ყველანაირი კონსესუსი არსებობს”, – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელმაც შემოსავლების მობილიზაციის გეგმაზე მთავრობაში ერთიანი პოზიციის არქონასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს დაუსაბუთებელი და აბსურდული უწოდა. კვირიკაშვილის თქმით, შემოსავლების მობილიზაციის გეგმა, რომელიც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში, შემუშავებულია მთელი სამთავრობო გუნდის მიერ.

Comments
Loading...