ბრალდებები ანა დოლიძის წინააღმდეგ – “ნაციონალური მოძრაობა” დოკუმენტს ასაჯაროვებს

ბრალდებები ანა დოლიძის წინააღმდეგ. ნაციონალებმა დღეს ის დოკუმენტი გაასაჯაროვეს, რომლის მიხედვითაც თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე 2008 წლის ომის შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე ორგანიზაცია ”რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან” თანამშრომლობდა.

“2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა მოსკოვში არსებულ, ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა უფლებათა სასამართლოში, სტრასბურგში უჩივის საქართველოს სახელმწიფოს და ამტკიცებს, რომ ცხინვალის დაბომბვის დროს, საქართველო განზრახ მოკლა რუსეთის მოქალაქეები,“ – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.

ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად გუშინ წარადგინა.

Comments
Loading...