ბრილიანტი “ლურჯი მთვარე” აუქციონზე რეკორდულ ფასად 48 მილიონ დოლარად გაიყიდა

მსოფლიოს უიშვიათესი ბრილიანტი “ლურჯი მთვარე”, რომელიც 12,03 კარატიანია, ჟენევაში, Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ, 48,6 მილიონ შვეიცარულ ფრანკად გაიყიდა, რაც 48,4 მილიონ აშშ დოლარს უდრის, – აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

ბრილიანტის გაყიდვა 30 მილიონ შვეიცარულ ფრანკად დაიწყო და 7 წუთის მანძილზე გრძელდებოდა. გაყიდვამდელი ფასი 35-55 მილიონ აშშ დოლარს შორის მერყეობდა. “ლურჯი მთავრე” ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ძვირფასი ქვა გაყიდულა აუქციონზე. იგი ძვირფას თვლებს შორის უიშვიათესი და სრულყოფილ ლურჯ ქვადაა მიჩნეული.

ლურჯი მთვარე ყველაზე დიდი ლურჯი ქვაა, რომელიც კი ოდესმე გაყიდულა აუქციონზე. იგი 2014 წელს სამხრეთ აფრიკაში, კომპანია Petra Diamonds-მა აღმოაჩინა. ალმასი 29,62 კარატიანი იყო.

Leave A Reply

Your email address will not be published.