ბრიტანელი მამაკაცი ბავშვს აჩენს

20 წლის ტრანსგენდერი მამაკაცი დიდ ბრიტანეთში პირველი იქნება, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების შედეგად, ბავშვს გააჩენს.

ჰაიდარ კროსი, რომელმაც საკუთარი ფეხმძიმობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, გოგონას ელოდება, მას შემდეგ, რაც ჰორმონალური მკურნალობა ჩაიტარა.

სუპერმარკეტის ყოფილმა თანამშრომელმა დონორი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შექმნილი ჯგუფის საშუალებით მოძებნა.

„მინდა, რომ საუკეთესო შვილი მყავდეს. მე კი, საუკეთესო მამა ვიქნები“, – განაცხადა კროსმა.

მისი თქმით, პროცესი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა.

info9.ge

Comments
Loading...