ბრიტანელი პროგრამისტი, ISIS-ის სასტიკი ჯალათი- ჯიჰადი ჯონი მოკლულია

“ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლი ჯიჰადი ჯონი მოკლულია. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია აცრცელებს.
ტერორისტული დაჯგუფების ცნობილი ჯალათი, რომლის ნამდვილი სახელია მოჰამედ ემვაზი, სავარაუდოდ უპილოტო თვითმფრინავის საშუალებით მოკლეს. ის თითქმის ყველა იმ ვიდეომასალაში ფიგურირებს, რომლებსაც “ისლამური სახელმწიფო” მძევლების სიკვდილით დასჯის შემდეგ ავრცელებდა.
“კოალიციურმა ძალებმა დღეს ავიაიერიში მიიტანეს მოჰამედ ემვაზიზე, ბრიტანეთის მოქალაქეზე, რომელიც ჯიჰადისტი ჯონის სახელითაა ცნობილი. ისლამისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ემვაზი მონაწილეობს ამერიკელი ჟურნალისტების საზარელ მკვლელობაში. ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ იერიშების შედეგებს , ისლამისტებთან ასოცირებულმა ტერორისტებმა უნდა გაიგონ ეს: თქვენი დღეები დათვლილია და აუცილებლად დამარცხდებით”-განაცხადა აშშ სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.
მოჰამედ ემვაზიმ, რომელიც წარმოშობით ბრიტანეთიდან იყო, განათლება ლონდონში მიიღო. ვესტმინსტერის უნივერსიტეტში კომპიუტერის პროგრამისტის სპეციალობა შეისწავლა. ერთ-ერთი ტყვეს თავის მოკვეთის ამსახველ ვიდეოში სახე გამოაჩინა და განაცხადა, რომ ის დაბრუნდება დიდ ბრიტანეთში, რათა ადამიანები დასაჯოს.

Comments
Loading...