ბრიტანეთის სანაპიროზე ზღვამ 360 კილოგრამი კოკაინი გამორიყა

დიდი ბრიტანეთის ჰორფოკლის საგრაფოში ზღვის ტალღებმა ნაპირზე 360 კილოგრამი კოკაინი გამორიყა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ნარკოტიკების დიდი ნაწილი ჩრდილოეთის ზღვამ სოფელ ჰოპტო-ონ-სი-ს ნაპირზე გამოიტანა.

კოკაინი ჩანთებში კომპაქტურად და ჰერმეტულად იყო შეფუთული. ნარკოტიკების ნაწილი მოსახლეობამ კეისტერ-ონ-სი-ს სანაპიროზე შენიშნა. კოკაინის ღირებულება 50 მილიონი ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

Comments
Loading...