ბრიტანეთმა ISIS-ის პოზიციები კიდევ ერთხელ დაბომბა

დიდი ბრიტანეთის ავიაციამ სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე მორიგი იერიში განახორციელა. როგორც BBC იტყობინება, სამხედრო-საჰაერო ძალების სამიზნე სირიის აღმოსავლეთში, ნავთობსაბადოების რაიონში მდებარე ისლამისტების ობიექტი გახდა.
ბრიტანეთმა სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი საჰაერო იერიში 2 დეკემბერს მას შემდეგ განახორციელა, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა სირიაში ავიაიერიშების დაწყებას. დეპუტატებიდან 397-მა მხარი დაუჭირა სირიაში ავიადარტყმების განხორციელებას, ხოლო 233 წინააღმდეგი წავიდა. აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დადებითად შეაფასა ბრიტანეთის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ „ მათი ინტეგრაციის შემთხვევაში საჰაერო მოქმედებების კოალიცია გაამართლებდა“.

Leave A Reply

Your email address will not be published.