ბრიტანეთმა სირიაში პირველი ავიაიერიშები განახორციელა

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე პირველი ავიაიერიში განახორციელა. კვიპროსის ბაზიდან ოთხი ბრიტანული ავიაგამანადგურებელი აფრინდა, რომელმაც ისლამისტების პოზიციები დაბომბა. სირიაში საჰაერო ოპერაციების დაწყების საკითხს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა 397 ხმით 223-ის წინააღმდეგ, 10-საათიანი დებატების შემდეგ დაუჭირა მხარი. საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი ამ დრომდე ავიაიერიშებს მხოლოდ ერაყის ტერიტორიაზე ახორციელებდა. სირიაში საჰაერო ოპერაციების დასაწყებად კი პარლამენტის მხარდაჭერა იყო აუცილებელი.

Leave A Reply

Your email address will not be published.