ბრიტანეთში საქართველოს მოქალაქემ გაყალბებული ექიმის მოწმობით 3000 პაციენტი განკურნა

36 წლის საქართველოს მოქალაქე ლევონ მხიტარიანს არასოდეს მიუღია შესაბამისი სამედიცინო განათლება, რომელიც მას დიდ ბრიტანეთში ექიმად მუშაობის საშუალებას მიცემდა. მისი განათლების დონზე იძლეოდა მხოლოდ იმის უფლებას, რომ უფროსი მედპერსონალის მკაცრი კონტროლის ქვეშ პრაქტიკანტად ემუშავა.
იმისთვის, რომ სრულფასოვანი საექიმო კარიერა დაეწყო, მხიტარიანმა საბუთების მთელი პაკეტი გააყალბა, მათ შორის საბანკო ამონაწერები, რეზიუმე, ანგარიშები და ბრიტანული სამედიცინო სპეციალისტის მოწმობა.

ესკულაპი, რომლის პოპულარობამაც მკვეთრი ზრდა განიცადა, დაკავებული იქნა მაშინ, როდესაც მას ერთერთ საავადმყოფოში შესვლის მცდელობა ჰქონდა, სადაც ის მუშაობდა. უსაფრთხოების სისტემამ დააფიქსირა, რომ ეს სახელი სისტემაში უკვე დარეგისტრირებული იყო, რის შემდეგაც დაცვამ საეჭვო ექიმი დააკავა.

შემოწმების ქართველი მიგრანტის საქმიანობის შესახებ საოცარი ამბები აღმოაჩინა. მან მოახერხა ორნახევარი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის შემოწმებას დამალვოდა. თავის კარიერის მანძილზე მხიტარიანმა მოასწრო ოთხ საავადმყოფოში წამყვანი თანამდებობის დაკავება, კარდიოლოგიურ განყოფილებაში მთავარ ექიმად მუშაობა და აგრეთვე ლონდონის სიმსივნის კვლევის კლინიკაში პაციენტების მიღება.

მხიტარიანმა უკვე ცნო თავი დამნაშვედ კანონდარღვევის 22 ეპიზოდში, მათ შორის თაღლითობაში

Comments
Loading...