ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტი შესაძლოა ჩაიშალოს

პრინც ჩარლზსა და დონალდ ტრამპს შორის კლიმატური ცვლილებების საკითხზე არსებული უთანხმოება შესაძლოა გაერთიანებულ სამეფოში ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლის მიზეზი გახდეს. ამის შესახებ გამოცემა სანდეი თაიმსი წერს. ამავე ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერს ჩარლზის ნაცვლად შეხვედრა ახალგაზრდა პრინცებთან, ჰარისა და უილიამთან სურს, რაზეც ბრიტანეთის სამეფო ოჯახი კატეგორიულ უარს ამბობს. უთანხმოება იმდენად დიდია, რომ ტრამპმა შესაძლოა ლონდონში ვიზიტზე უარი თქვას.

 წყარო: ghn.ge
Comments
Loading...