ბუკიას ბაღთან, “ტოიოტას” მარკის ავტომობილზე მიმაგრებული ხელყუმბარა იპოვეს

გამნაღმველებმა ბუკიას ბაღთან, “ტოიოტას” მარკის ავტომობილზე მიმაგრებული ხელყუმბარა იპოვეს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ხელყუმბარა ავტომობილის ქვეშ იყო დამაგრებული, რომელიც გამნაღმველებმა უკვე მოხსნეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ინფორმაცია გაურკვეველი ნივთის არსებობის შესახებ მოქალაქისგან შევიდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

ადილზე გამნაღმველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.