Business Insider : პორტუგალია,ესპანეთისაგან განსხვავებით,გეოგრაფიულმა მდებარეობამ “გადაარჩინა”

Business Insider საუბრობს იმ ფაქტორებზე,რომელთა გამოც,პორტუგალიაში კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირებულ და გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი ბევრად ნაკლებია,ვიდრე ესპანეთში.

ჟურნალისტების თქმით,პორტუგალია მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ გადაარჩინა. მას მხოლოდ ერთი ქვეყანა,ესპანეთი ესაზღვრება და ამ უკანასკნელთანაც დროულად ჩაკეტა საზღვრები და გაამკაცრა პირობები.

პორტუგალიამ საზღრები ჩაკეტა ჯერ კიდევ 13 მარტს,მაშინ,როდესაც იქ კორონავირუსის 112 შემთხვევა იყო დაფიქსირებული,ხოლო რაც შეეხება ესპანეთს,მან ასეთი ზომები მიიღო მხოლოდ მასშემდეგ,რაც ქვეყანაში უკვე 6 ათასი ადამიანი იყო დაინფიცირებული.

სხვა მიზეზთა შორის,სახელდება ის ფაქტიც,რომ მსუბუქი სიმპტომებისმქონე პაციენტები სახლში მკურნალობენ. მხოლოდ ის ადამიანები რჩებიან საავადმყოფოებში,რომლებშიც დაავადება მძიმე ფორმით მიმდინარეობს. ამან კი ჯანდაცვის სისტემაში სტრესული გარემოს შექმნის შემცირებას შეუწყო ხელი.

ბოლო მონაცემებით,პორტუგალიაში 22 ათასი ადამიანია ინფიცირებული,გარდაცვლილი-820,ხოლო ესპანეთში ინფიცირებულია 213 ათასი და გარდაცვლილია 22 ათასზე მეტი.

 

Comments
Loading...