ბუტა რობაქიძის მამა მისი დაკავების ფაქტს ადასტურებს

გარდაცვლილ ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე მისი დაკავების ფაქტს ადასტურებს.

როგორც რობაქიძე აცხადებს, ის უკვე თავისუფალია, თუმცა დაკავების მიზეზი მისთვის უცნობია.

“დაკავებული ვიყავი ნამდვილად. ახლა გამომიშვეს პოლიციიდან. მიზეზი არც მე ვიცი ჯერ. ბუნებრივია, შსს ამ ფაქტს არ დაადასტურებს. თვითონაც არ იციან, რა გააკეთეს”, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

„ინფო 9“-მ აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაამოწმა. უწყებაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებენ.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

Comments
Loading...