ჩამოყრილი კბილები, დამტვრეული ნეკნები და გატეხილი ცხვირი – 15 წლის გოგონა ქმრის ძალადობის მსხვერპლი გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვან მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.

როგორც „ინფო 9“-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, იმერეთში მომხდარ შემთხვევაზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

დაკავებული მამაკაცი 29 წლისაა, მისი მეუღლე კი – 15-ის.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი არასრულწლოვან მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა.

დაზარალებულის მშობლების თქმით, გოგონას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. მათ შორის, „ჩამოყრილი აქვს კბილები, დამტვრეული აქვს ნეკნები და გატეხილი აქვს ცხვირი“.

Comments
Loading...