ჩელსიმ მოურინიო გაათავისუფლა

ლონდონის ჩელსიმ ჟოზე მოურინიო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

BBC-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი მწვრთნელი კონპენსაციის სახით 16.5 მილიონ ევროს მიირებს, რადგან მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა.

ინფორმაცია ჩელსის ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.

“კლუბი წარმატებას უსურვებს ჟოზე მოურინიოს. ის არის ჩელსის 110 წლიან ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. სტენფორდ ბრიჯი ყოველთვის თბილად უმასპინძლებს პორტუგალიელს,”- ნათქვამია განცხადებაში.

არისტოკრატები პრემიერლიგაში მეთექვსმეტე ადგილს იკავებენ და გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მოურინიოს ხელმძღვანელობით ლონდონის ჩელსი პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.