“ჩემი ქმრის თბილისში გადმოსვლა არ უკავშირდება ნეპოტიზმს” – თამარ კორძაია

მართველი კოალიციის წევრები ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს პასუხობენ. დღეს დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლები ნეპოტიზმში დაადანაშაულა. მისივე თქმით, თამარ კორძაიას მეუღლე, აჭარიდან თბილისში გადმოვიდა და ახლა ის თბილისის მერიის შ.პ.ს. სინათლის ქალაქში მუშაობს. ქართული ოცნების წევრები მის ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.

“მისი თბილისში გადმოსვლა არ უკავშირდება ნეპოტიზმს. ჩვენ დავქორწინდით 2010 წელს და იმიტომ გადმოვიდა თბილისში. თუ რომელიღაცა შპს-ს მონიტორინგის უფროსობა ნეპოტიზმის გამოვლინებაა, კი ბატონო”, – განაცხადა ქართული ოცნება – რესპუბლიკელების თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კორძაიამ.

Comments
Loading...