“ჩემო საყვარელო საქართველო”ვის უხდიან მადლობას აფხაზები?!

აფხაზური საიტი sukhum-moscow.ru აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ ჩამოსვლასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომლის სათაურია: აფხაზების მკურნალობა საქართველოში: პოლიტიკა თუ ქველმოქმედება?
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ აფხაზები სამკურნალოდ      საქართველოში ჩადიან, მაგრამ ბოლო დროს ამ საკითხზე უფრო ღიად საუბრობენ.
“ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, თუ რა აიძულებს ჩვენს მოქალაქეებს წავიდნენ სამკურნალოდ თბილისში და რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის-სიცოცხლე თუ პრინციპები.
აფხაზების მკურნალობა საქართველოში გარკვეულწილად ტაბუირებული თემაა ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, ერთი რამ ნათელია, დღეს საქართველოს სამედიცინო მომსახურებით ჩვენი ქვეყნის ასობით მოქალაქე სარგებლობს.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც აფხაზეთის მოქალაქე მადლობას უხდის ქართველ ექიმებს და ყველას, ვინც მისი უახლოესი ნათესავის გადარჩენაში დაეხმარა.
იშვიათია, რომ საქართველოს სამედიცინო მომსახურების მიღების შემდეგ კმაყოფილება ვინმემ ღიად დააფიქსიროს, რადგან ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი აზრი მკაცრად განსჯის მსგავს საკითხებს. თუმცა, ის რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი მიმართავს საქართველოს სამედიცინო მომსახურებას – ეს რეალობაა. ამ პრობლემას ორი განმარტება შეიძლება მიეცეს: წმინდა ჰუმანური ან პოლიტიკური. ამ ყველაფრის საწყისი კი არის ჩვენს ქვეყნაში ეროვნული სამედიცინო მომსახურების კრიტიკულად არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა.
ჩვენი ექიმების აზრით, აფხაზეთის ჯანდაცვას არ შეუძლია შესთავაზოს ხალხს ბევრი ისეთი სამედიცინო მომსახურება, რომელიც არსებობს საქართველოში”, -ნათქვამია სტატიაში.

  აღნიშნულ თემაზე საუბარს ქართული მხარე მაქსიმალურად ერიდება,თუმცაღა უკვე არავისთვისაა სიურპრიზი ის, რომ დღეს ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობა ქართული სახელმწიფოსგან შეთავაზებულ დახმარებას იღებს და გამოჯანმრთელებული სახლში ბრუნდება.

      ტაბუდადებულია იმ ეთნიკურად აფხაზი მოქალაქეების რიცხვიც, რომლებიც ქართველი ექიმების წყალობით განიკურნენ,  მაგრამ უკვე არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, თუ ვინ უდგას ამ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს სათავეში და ვის უხდიან ეთნიკურად აფხაზები მადლობას, ეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძეა, რომელმაც უკვე მოახერხა და ჩატეხილი ხიდის აშენებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ თემაზე საუბარს იგი მაქსიმალურად ერიდება და მედიასაც აღნიშნული ურთიერთობების შესახებ საკმაოდ მცირე ინფორმაციას აწვდის .

https://www.youtube.com/watch?v=GAQxaIYe8Lk&feature=youtu.be

ვიდეო  – ყველა უფლება დაცულია.

Comments
Loading...