“ჩემს შვილს კაცების გაუპატიურებაში 5-10 ლარს უხდიდნენ”

ე.წ. კასრების საქმეზე დაკავებული თემურ უბირიას ოჯახს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფრომაციას, ტელეკომპანია “იბერია” ავრცელბს. “ახალი ამბებისთვის” მიცემულ ინტერვიუში დაკავებულის დედა ამბობს, რომ მათ დაუდგენელმა პირმა საცხოვრებელი სახლის ფანჯრები ჩაუმტვრია. ინციდენტის დროს სახლში მხოლოდ ბრალდებულის დედა მანონი ჩხეტია იმყოფებოდა.მისი თქმით, ოჯახის მისამართით სიტყვიერი ზეწოლა ხშირად ხორციელდება.

ჩხეტიას განცხადებით,  რამდენიმე გვარს ასახელებს, რომელიც მისი მტკიცებით, მის შვილს დავალებების შესრულებისთვის გასამრჯელოს უხდიდა.

“ჩემს შვილთან მოდიოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე კოხტა კოდუა, კრიმინალური პოლიციის უფროსი მეგის ქარდავა. ჩემი ინფორმაციით ფინანსების საქმე ებარა თემურ ჯანაშიას,”- აცხადებს დაკავებულის დედა.

მისივე თქმით, თქმით მის ვაჟს დავალებების შესრულებაში  5-10 ლარს უხდიდნენ.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს რომ უბირიას არ იცნობს და მასთან საქმე არასდროს ჰქონია.

Comments
Loading...