ჩერნოვეცკი გადაწყვეტილებას ცვლის და პოლიტიკაში ბრუნდება

კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი გადაწყვეტილებას ცვლის და პოლიტიკაში ბრუნდება. უკვე ცნობილია, რომ მან ქობულეთის 81-ე საარჩევნო კომისიაში, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განცხადება შეიტანა. განცხადება საინიციატივო ჯგუფის სახელით, 9 აგვისტოს შევიდა.

საზოგადოებას ახსოვს, რომ მიმდინარე წლის 13 მაისს, ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ქვრივიშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩერნოვეცკი პოლიტიკური ფიგურა აღარ იქნებოდა, რადგან წყვეტდა პოლიტიკურ აქტივობას.

Comments
Loading...