ჩერნოვეცკი კონკურსს აცხადებს და ფულად პრემიას აწესებს

პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი მისი პარტიის პროგრამის ფორმირებასთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს და ფულად პრემიას აწესებს, ჩერნოვეცკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

“ძვირფასო მეგობრებო!
მე როგორც პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერს, ძალიან მაწუხებს ის პრობლემები, რომლებიც წარმოიშვა ქართული საზოგადოების სოციალურ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სფეროებში!
დღეს, მე ძირითადად კონცეტრირებული ვარ ჩვენი პარტიის პროგრამის უმთავრესი დებულებების შემუშავებაზე, რომელშიც მინდა გავითვალისწინო ყველა თქვენი სურვილი: რომელი კანონებია მისაღები, რომელთა მოქმედება კი შესაწყვეტი, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში იმისათვის, რომ ქართული ეკონომიკა აღორძინდეს და რომელი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა გადაწყდეს! ასევე ძალიან მაღელვებს საქართველოს ყოველი ცალკეული რეგიონის განვითარების საკითხი–ყველა კუთხეს ხომ განსაკუთრებული თავისებურება გააჩნია და ისინიც უნდა იყოს დიფერენცირებული და გათვალისწინებული.
აქედან გამომდინარე, ვაცხადებ კონკურსს ჩვენი პარტიის პროგრამის ფორმირებასთან დაკავშირებით და ვაწესებ ფულად პრემიებს:
1 ადგილი 10 000 ლარი
2 ადგილი 5 000 ლარი
3 ადგილი 3 000 ლარი

კონკურსი ერთი თვე გაგრძელდება. მისი შედეგები სოციალურ ქსელ ფეისბუქის ჩემს გვერდზე და პრესის მეშვეობით ოფიციალურად გამოქვეყნდება!
ცალკე მინდა კონკრეტული რეგიონების განვითარების საკითხის ირგვლივ მოვახდინო ყურადღების აქცენტირება: ვთვლი რომ ეს საკითხი ერთ-ერთი უმთავრესია. ამიტომ ყოველ საკონკურსო ნაშრომში თქვენგან ველი 2 წინადადებას იმ რეგიონის განვითარების შესახებ, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. საუკეთესო წინადადებები რეგიონების განვითარების შესახებ ფულადი ჯილდოთი წახალისებული იქნება, ეს მოხდება ზემოთაღნიშნული საპრიზო ფონდის გარდა. ამ ინიციატივის ფარგლებში, ასევე, მინდა მოკლედ მოგიყვეთ, თუ როგორს ვხედავ ჩვენი ბედნიერი საქართველოს მომავალს. ბმულის მეშვეობით კონკურსის გვერდზე გადადით, ნაწილში ‘ბედნიერი საქართველოს ჩემი ხედვა“, სადაც თქვენ შეძლებთ გაეცნოთ პარტიის ძირითად თეზისებს და წაიკითხოთ ჩემი გეგმის შესახებ.
https://www.facebook.com/chernovetskiy/app/1539038739721649/
ბმული კონკურსის გვერდზე მობილური მოწყობილობებისა და პლანშეტების გამოყენებით გადასასვლელად: https://goo.gl/86IYiC”,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.