„ჩინელ ხელმძღვანელებს გუშინ ქართველი მუშა სასტიკად უცემიათ“

ჟურნალისტი გიორგი კასრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინელმა ხელმძღვანელებმა ქართველ მუშას სასტიკად სცემეს.  ჟურნალისტი პროფკავშირებსა და შესაბამის ორგანოებს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„მეგობრებო!!! ახლა დამირეკეს ხარაგაულიდან!!! ჩინელ ხელმძღვანელებს გუშინ ქართველი მუშა სასტიკად უცემიათ, ფაქტს წინ საწარმოო ტრავმა უძღვოდა, ბიულეტენზე გასულ ქართველ რკინიგზელს
კომპანიის მენეჯმენტმა ანაზღაურებაზე უარი უთხრა!!! როგორც გავარკვიე აღნიშნულზე მოკვლევაც მიმდინარეობს!!! ძალიან ვთხოვ პროფკავშირებსა და ყველა პასუხისმგებელ ორგანოს დაინტერესდნენ საკითხით!!!“ – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გიორგი კასრაძე.

Comments
Loading...