ჩინელებს ორი შვილის ყოლის უფლება მიეცემათ

ჩინეთში 1970–ან წლებში მიღებულ პოლიტიკას აუქმებენ, – ჩინელებს შეეძლებათ ორი შვილი იყოლიონ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინიციატივა მმართველ კომუნისტურ პარტიას ეკუთვნის. ერთი ბავშვის ყოლის პოლიტიკამ, რომელიც 1979 წელს მიიღეს სავარაუდოდ 400 მილიონით შეამცირა ქვეყნის მოსახლეობა. აღნიშნულ პერიოდში პოლიტიკა მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის გამო შეიმუშავეს. წლების განმავლობაში ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში აღნიშნული პოლიტიკა შენელდა. ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მხოლოდ ერთი შვილის ყოლის პოლიტიკის შეცვლაზე საუბარი, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, დაიწყო. აღნიშნული პოლიტიკის გამო, არაერთი ჩინელი წყვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს და სხვადასხვა სახის გადასახადი დაუწესეს.

Comments
Loading...