ჩინეთი შესაძლოა IS-ის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდეს

ჩინეთი “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ომში მონაწილეობას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ Washington Times ჩინეთის სამხედრო წყაროზე დაყდნობით წერს. მედიის ინფორმაციით, პეკინი შეშფოთებულია ჩინური წარმოშობის IS-ის ტერორისტების რიცხვის გაზრდით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთი გეგმავს არა საერთაშორისო კოალიციას შეუერთდეს, რომლის სათავეში აშშ დგას, არამედ სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციებში ჩაერთოს, იმის მიუხედავად, რომ რუსეთს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სირიის ოპოზიციის განადგურებაში ადანაშაულებენ.
“ჩინეთის მთავრობის განცხადებით, ისლამისტები დასავლეთ ჩინეთის რეგიონებში აქტიურობენ, განსაკუთრებით სინძიანის პროვინციაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმთა ეთნიკური უმცირესობისგან – უიღურებისგან შედგება”, – წერს Washington Times.

Leave A Reply

Your email address will not be published.