ჩინეთმა შესაძლოა აფხაზეთში რკინიგზა განაახლოს

ჩინური სარკინიგზო კორპორაცია ყაბარდო-ბალყარეთიდან კოდორის ხეობამდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ააშენებს. შესაბამის შეთანხმებას მოსკოვში ხელი უკვე მოეწერა. გეგმის თანახმად ჩინური კორპორაცია პროექტს რუსულ კომპანიასთან ერთად განახორციელებს. ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია კონტრაქტების დადება ოჩამჩირეში, საზღვაო პორტის მშენებლობაზეც. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ახალი პროექტები ეკონომიკური ზრდის წინაპირობა გახდება. აღნიშნული საკითხით „2030“ დაინტერესდა და ოფიციალური თბილისის პოზიცია მოისმინა. რას შეცვლის ეს რკინიგზა? თუ აქამდე …ცხინვალში მოსახვედრად უნდა გაევლოთ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიები, ახალი გზის მშენებლობის შემთხვევაში ამ გზის გავლა აღარ მოუწევთ და შესაბამისად შემცირდება გადაადგილების დროც. გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოეწერა და საუბარია დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს. აფხაზები იმედოვნებენ, რომ ეს პროექტი მათ სერიოზულ ეკონომიკურ დივიდენდებს მოუტანს, ოფიციალური თბილისი კი აცხადებს, რომ მათ აღნიშნული ინფორმაცია მიიღეს საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით და აქედან გამომდინარე უჭირთ კონკრეტული კომენტარების გაკეთება. უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ აფხაზეთი ყველა შეთანხმებით უნდა იმყოფებოდეს ეკონომიკურ ბლოკადაში. ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ ჩინეთი არ გადადგამს არამეგობრულ ნაბიჯს.

Comments
Loading...