ჩინეთში “ექსტრემისტული სამოსის” ტარება აიკრძალა

ჩინეთში, “ექსტრემისტული სამოსის” ტარება ახლა უკვე დანაშაულად ითვლება, – აღნიშნულის შესახებ რუსული BBC წერს.

ჩინეთში ახალი კანონმდებლობა 30 ოქტომბერს იქნა მიღებული. კანონის მიხედვით, იკრძალება ისეთი სამოსის ან აქსესუარების ტარება, რომლებიც ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და რადიკალურ ისლამთან ასოცირდება.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასჯელის სახით მოქალაქეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება. თუმცა, კანონში კონკრეტულად არაა განმარტებული, თუ რომელი სამოსის ტარება არ შეიძლება და როგორი სამოსი მიიჩნევა ექსტრემისტულად.

ექსპერტების მოსაზრებით, ახალი საკანონმდებლო ნორმა შეიძლება მიმართული იყოს მუსულმანების წინააღმდეგ, რომლებიც სინძიან-უიგურეთის ავტონომიური ოლქის მაცხოვრებლები არიან, რადგან სწორედ იქ ატარებენ ქალები ტრადიციულ ისლამურ სამოსს, რომელიც თვალების გარდა ყველაფერს ფარავს.

Comments
Loading...