ჩინეთში მთავრობა სამუშაო კვირის ხანგრძლივობას 4,5 დღემდე ამცირებს

ჩინეთის ხელისუფლება ქვეყანაში სამუშაო კვირის 4,5 დღემდე შემცირებას გეგმავს, მოსახლეობის მიერ შიდა მოხმარებისა და ხარჯების გაზრდის მიზნით.
პირველი ქალაქი, რომლის მცხოვრებლებიც 4,5-დღიანი სამუშაო კვირით ისარგებლებენ, ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქი ჩუნცინი გახდა, რომელშიც ბოლო მონაცემებით, 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ხელისუფლების განცხადებით, თუკი მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფალი დრო ექნებათ, უფრო მეტ ფულს დახარჯავენ და ამით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობენ ხელს.
ჩინელების ძირითადი დანახარჯები საკვებ პროდუქტებზე, საყოფაცხოვრებო ხარჯებსა და ტანსაცმელზე მოდის. თუმცა, მთავრობის განცხადებით, ახალი წესის ამუშავება ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას და ამ სფეროში შემოსავლების გაზრდას.
ქვეყნის მასშტაბით ხელისუფლების ახალი განკარგულება სრულად 2016 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.