ჩინოვნიკების პრემირება ფეისბუქზე ხმის მიცემით უნდა მოხდეს

ქართულ პოლიტიკაში ახლად გამოჩენილი კიევის ყოფილი მერი თავისებურ ხედვას გვიზიარებს:

“მინისტრების და მათი მოადგილეების, ასევე დეპარტამენტების უფროსების და მათი მოადგილეების რანგის ჩინოვნიკებისთვის ყველანაირი პრემიების და დანამატების გაუქმება.მხოლოდ იმათი პრემირება უნდა მოხდეს, ვინც სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე და ვებგვერდზე ხმის მიცემის მეშვეობით მოსახლეობისგან ამ დანამატებს დაიმსახურებს. ცალკე უნდა შეიქმნას პრემირების დეპარტამენტი, რომელიც იმუშავებს უშუალოდ მოსახლეობასთან, მასმედიასთან და სამოქალაქო გაერთიანებებთან.

• უნდა შეიქმნას მინისტრთა კაბინეტში მთელი უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატის საბიუჯეტო სახსრების განკარგვის სამსახური, მათ შორის პატარა ქალაქების მერიებისთვის! ისინი ფულს უკონტროლოდ და თვითნებურად ხარჯავენ. ამის მაგალითებს მე ვხედავ პრესაში, ამ დროს კი მოქალაქეების უმრავლესობა შიმშილობს!

• უფასო საყოველთაო დაზღვევის სახსრების გადანაწილება: უნდა მოხდეს უფასო დაზღვევის ლიკვიდაცია იმათთვის, ვისაც ყოველთვიური შემოსავალი 2500 ლარზე მეტი აქვს, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისა და ბიზნესმენებისთვის და ეს სახსრები გადანაწილდეს ღარიბებისთვის. რადგვინდა, მაგალითად, 200 ლარიანი დაზღვევა მე და ჩემნაირებს?!”

Comments
Loading...