ჩიორა თაქთაქიშვილის მამა ქურდობის ფაქტზე დაიჭირეს

გუშინ სუპერმარკეტ “ზღაპარში” შუახნის მამაკაცი დააკავეს. სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მამაკაცმა ტკბილეულის მოპარვა სცადა. სამართალდამცველების ადგილზე მისვლის შემდეგ მამაკაცი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც მარკეტის თანამშრომელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ხანშიშესული მამაკაცი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ჩიორა თაქთაქიშვილის მამაა.

ქურდობის შესახებ ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. უწყების ცნობით, სუპერმარკეტ “ზღაპარში” მომხდარ ქურდობაზე მხილებულია ერთი მამაკაცი დ.თ. და მომხდარზე საქმე აღძრულია 177-ე მუხლით.

Comments
Loading...