ჩხუბი ლომბარდში – ზუგდიდში ქალმა თავის დაწვა სცადა

ზუგდიდში ქალმა თავის დაწვა სცადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში წარმოქმნილი კონფლიქტის შემდეგ შუახნის ქალბატონმა ბენზინი გადაისხა, თუმცა თავის დაწვის უფლება გამვლელებმა არ მისცეს.

აღნიშნულ შემთხვევაზე დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

 

newposts.ge

Comments
Loading...