ჩოხატაურელი მძღოლები არასწორად დახაზული გზის გამო ჯარიმდებიან -,,გურიის მოამბე“

ჩოხატაურში მძღოლების განცხადებით, ისინი ცენტრალურ გზაზე არასწორად დახაზული საგზაო ხაზების გამო ჯარიმდებიან. ამის შესახებ ჩოხატაურელი მძღოლების ერთმა ნაწილმა გაზეთ ,,გურიის მოამბეს“ განუცხადა.

„ყველაფერს არაპროფესიონალურად აკეთებენ. ჩვენ პატრულთან საპრეტენზიო არაფერი გვაქვს, ისინი როგორცაა დახაზული გზა, იმის მიხედვით გვაჯარიმებენ. საინტერესოა თუ აქცევს ყურადღებას ვინმე ამ ფაქტს. ან ვინც დახაზა ეს გზა, რატომ არ გაითვალისწინა ის სტანდარტები, რაც აუცილებელი იყო. გვიწერენ ამ 50 ლარიან ჯარიმებს და გაუსაძლის დღეში ვართ. მოვიკითხეთ და ასე გვითხრეს, ამის თავიდან გადახაზვას 18 ათასი ლარი უნდაო და კულტურის სახლი რომ გაიხსნება მაშინ გადავხაზავთო. წრე რომ დავარტყათ ცენტრში, ფარცხმაში უნდა ავიდეთ. მიაქციონ ამ საკითხს ყურადღება“ – აცხადებენ მძღოლები.

Comments
Loading...