ჩოხატაურში საკებულოს თავმჯდომარე დააყაჩაღეს და სცემეს

დაბა ჩოხატაურში საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის ოჯახი დააყაჩაღეს.
მამალაძის სახლში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.
შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით ათი საათისთვის მოხდა.
ახლობლების თქმით, სასტიკად ნაცემია საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მეუღლე.
სახლიდან გატანილია ფული, ოქროს ნივთები და გატაცებულია მამალაძის კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა. გურიის მოამბის ცნობით დაუდგენელია სამართალდამრღვევების ვინაობა.

Leave A Reply

Your email address will not be published.