ჩრდილოეთ კორეა – იდუმალი და ჩაკეტილი სამყარო

დღევანდელ მსოფლიო რეალობაში მეტისმეტად ხშირად ისმის ჩრდილოეთ კორეის სახელი. არაერთხელ დაუშინებია ამ ქვეყანას დანარჩენი სახელმწიფოები ატომური საფრთხით და ხშირად დაწერილა იმის შესახებაც, რომ რეალურად ცოტა თუ ფლობს ინფორმაციას ამ ჩაკეტილი სახელმწიფოს შესახებ. საინტერესოა, რა არის საერთოდ ჩრდილოეთ კორეა და რა ხდება ამ ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ქვეყანაში.


კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც ასევე ჩრდილოეთ კორეას უწოდებენ, სახელმწიფოა აღმოსავლეთ აზიაში, კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩრდილოეთ კორეა მისი არაოფიციალური სახელწოდებაა. კორეის მმართველები მისი ლეგენდარული ლიდერის კიმ ირ სენის მემკვიდრეები არიან – კიმ ჩენ ირი და ახლა კიმ ჩენ ინი.


1945 წლამდე კორეას იაპონია, როგორც კოლონიას, ისე ფლობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორეის ჩრდილოეთ ნაწილს საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა, სამხრეთს – ამერიკის შეერთებული შტატები. საბჭოეთმა და ამერიკამ ვერ შეძლეს მოლაპარაკება ქვეყნის გაერთიანების შესახებ, რამაც 1948 წელს ორი სხვადასხვა მთავრობა წარმოშვა, ჩრდილოეთის (პროსაბჭოურის) და სამხრეთის (პროამერიკულის), რომელთაგან თითოეული მთელი კორეის კონტროლზე აცხადებდა პრეტენზიას.


კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა 1948 წლის 9 სექტემბერს ჩამოყალიბდა მას მერე, რაც კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთით რესპუბლიკა კორეა დაარსდა. პოლიტიკური ძალაუფლება კორეის შრომითმა პარტიამ ჩაიგდო ხელში და მას მერე არც გაუშვია. თავადვე აკონტროლებს შიდა და გარე ვაჭრობას, მრეწველობას, ეკონომიკას და ქვეყანა პრაქტიკულად იზოლირებულია

თუმცა ამას კარგი არაფერი მოაქვს, რადგან ქვეყანაში ეკონომიკა მუდმივ სტაგნაციას განიცდის. მთელი მარაგი მისი სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებასა და ატომური პროგრამის განვითარებას ხმარდება.

ქვეყნის არმიაში პრაქტიკულად მოსახლეობის 10% მსახურობს. 2005 წლის თებერვალში ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ გამოაცხადა, ერთ წელიწადში კი პირველი ატომური აფეთქება განახორციელა, რითაც თავზარი დასცა დანარჩენ მსოფლიოს და ძირითად მტერს – ამერიკას.

საინტერესო ფაქტები ჩრდილოეთ კორეაზე

ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეაში რადიოხარვეზებს იყენებენ იმისთვის, რომ რესპუბლიკის მცხოვრებნი ”დაიცვან” საზღვარგარეთული სადგურების ”არასასურველი” გადაცემების მოსმენისგან, ასევე თავისუფალი ჩრდილოკორეული რადიოსგან, რომლის საშუალებითაც მსმენელს ქვეყნის დატოვების ინსტრუქციებსა და სხვა არანაციონალისტური ხასიათის ინფორმაციას აცნობენ.

ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ზოგიერთი დაწესებულების მუშაკებს. დანარჩენი მცხოვრებლებისთვის მისაწვდომია ნაციონალური კომპიუტერული ქსელი, ინტრანეტი ”კვანმიონი” . ამ ქსელის შევსებაზე ჩრდილოეთ კორეის კომპიუტერული ინფორმაციის ცენტრი აგებს პასუხს. ის ტვირთავს ინტერნეტიდან იდეოლოგიური თვალსაზრისით ნეიტრალურ მასალებს, სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის მსგავსს, და ”კვანმიონში” ათავსებს.

ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ 2009 წელს მოხსნეს აკრძალვა მობილური ტელეფონების გამოყენებაზე. დღეს ფხენიანის მცხოვრებლებს შეუძლიათ მობილურის ყიდვა და ”კორიოლინკის” ქსელში ჩართვა, თუმცა მობილური კავშირის ძირითადი მომხმარებლები სახელმწიფო მოსამსახურეები, ბიზნესმენები და უცხოელები არიან. დანარჩენებს კი უბრალოდ, არ აქვთ საშუალება, მობილური შეიძინონ და ქსელში ჩასართველად 100 ევრო გადაიხადონ.

ტურიზმს ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ სახელმწიფო კომპანია აწარმოებს. ჩრდილოეთ კორეის ყველა სტუმარი ქვეყნის შიგნით გადაადგილდება გამცილებლის, ე.წ. გიდის თანხლებით, რომელიც, როგორც წესი, ტურისტის მშობლიურ ენაზე საუბრობს. ძირითადად ტურისტები ჩადიან ჩინეთიდან, იაპონიიდან და რუსეთიდან და ჩრდილოეთ კორეის სტუმრობა მათთვის არც
ისე ძნელი, მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. სამხრეთეთ კორეის მოქალაქეებისთვის კი ჩრდილოეთ კორეის ვიზის მიღება, პრაქტიკულად, გამორიცხულია. შეუძლიათ მხოლოდ სპეციალურ ტურისტულ ზონებში შესვლის ნებართვის მიღება. გიდი განსაზღვრავს, თუ რა და როგორ უნდა ნახოს ტურისტმა. აკრძალულია ფოტოგადაღება.


ქალაქის ქუჩები ისეა მოწყობილი და ტური ისეა დაგეგმილი, რომ ვერავინ დაინახოს ის, რაც სინამდვილეში ხდება ჩრდილოეთ კორეაში. შელამაზებული ფასადები და უშველებელი, გიგანტური ძეგლები თუ პლაკატები (ძირითადად,

კორეის ბელადთა გამოსახულებით) საგულდაგულოდ მალავს მოშიმშილე და უკიდურესად გაღატაკებულ რიგით კორეელებს. დიდი სურვილის მიუხედავად, შემთხვევით გზად გადაყრილ კორეელთან გასაუბრებაც სრულიად გამორიცხულია – რასაკვირველია, უმეტესობამ შესანიშნავად იცის ინგლისური ენა, რადგან ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქვეყანაა.

მაგრამ რიგით კორეელებს აკრძალული აქვთ უცხოელ ტურისტებთან გამოლაპარაკება. ვინც აკრძალვას უგულებელყოფს, ციხეში მოხვდება.

ფხენიანის პარკებში ხშირად შეიძლება საშოვარზე გამოსული ხანდაზმული ქალების დანახვა, რომლებიც პოლიეთილენის პარკებში აგროვებენ რაღაც ბალახეულობას. ტურისტს, რომელსაც ამის შესახებ შეკითხვა გაუჩნდება, გიდი ასე პასუხობს: ”ბალახს აგროვებენ კურდღლებისთვის” , თუმცა სრულიად აშკარაა, რომ მხოლოდ იმ ბალახეულს არჩევენ, რომლებიც ”კურდღლების პატრონებისთვის” გამოდგება საკვებად.

ჩრდილოეთ კორეის ბევრი მცხოვრები შიმშილობის ზღვარზეა, რაც ქვეყანაში პროდუქტის განაწილების არასწორ სისტემას უკავშირდება. არსებობს მიდგომა: ”საკვები, უპირველესად, სამხედროებს” . გაეროს მოხსენების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის ბავშვების 60% არასაკმარისად იკვებება, 16% კი შიმშილობს.

ფხენიანიდან ჩრდილოეთ კორეის სხვა რეგიონებში ადამიანები ჩვეულებრივ მატარებლით მოგზაურობენ, თუმცა იმის გამო, რომ რკინიგზა ტექნიკური თვალსაზრისით, გაუმართავია, მაგალითად, ფხენიანიდან 200 კილომეტრამდე დაშორების ქალაქ კესონში მგზავრობას დაახლოებით 6 საათი სჭირდება. ქალაქის ქუჩებში იშვიათად დაინახავთ ავტომანქანას. ავტომანქანის ყიდვა და მისი შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება, არც საწვავი იშოვება ადვილად, ამიტომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა დადის ფეხით, მატარებლით, ავტობუსით ან ველოსიპედით, თუმცა ქალებს ველოსიპედით სიარული ეკრძალებათ.


ავტომანქანის მძღოლებს არ აქვთ მანქანის სარკეში ყურების ჩვევა – როგორც წესი, არც წინ და არც უკან მანქანა არ ხვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ უშველებელი, ექვსზოლიანი გზებია თუნდაც ფხენიანში, იქ ცოტა თუ ვინმე დადის. მანქანის ფლობის უფლება აქვს მხოლოდ ჩინოსანს და მას, ვინც ხშირად დადის იაპონიაში. თუ კორეელის რომელიმე ნათესავი იაპონიაში ცხოვრობს, შეუძლია, რიგით კორეელს ავტომანქანა აჩუქოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორეს, ზუსტად ისეთს, სახელმწიფოს აჩუქებს.


ჩრდილოეთ კორეის ქუჩებში მოსიარულე გაოცდებით იმით, რამდენად ჰგავს ყველაფერი ომის შემდგომ, 1950-იანი წლების საბჭოთა კავშირს. კოლმეურნეთა და ბელადთა ძეგლები, გაზონები, მიჩუმებული ქუჩები, მაღაზიების თაროებზე პროდუქტების შეზღუდული ასორტიმენტი… ქალაქისა თუ სოფლის ქუჩებში მოსიარულე ნებისმიერ კორეელს მკერდზე გულსაბნევი აქვს, კიმ ირ სენის გამოსახულებით. ქალაქებში შუქნიშნები დგას, მაგრამ არ მუშაობს, რადგან დენი იშვიათად აქვთ. ერთადერთი მომუშავე შუქნიშანი კიმ ირ სენის მავზოლეუმის შესასვლელთან დგას.

მოქალაქეები თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან ქალაქიდან ქალაქში. ერთი ადგილიდან სხვა ადგილას გასამგზავრებლად მივლინების ტიპის საბუთი უნდა გააფორმონ. საამისოდ ყველა ცენტრალურ გზაზე სპეციალური უწყების თანამშრომლები დგანან.

ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი ქვეყანაა აზიაში და ერთ-ერთი მსოფლიოში, სადაც კანაფის მოყვანა და მარიხუანის მოწევა ლეგალურია, თუმცა ეს არ ეხებათ ტურისტებს.
————————————————————————————
————————————————————————————
————————————————————————————

სახალისო ფაქტები, რას ამტკიცებს ჩრდილო კორეაზე:

ერთ დღეს ჩრდილო კორეის ტელევიზიაში გამოაცხადეს რომ მათ თავიანთ ასტრონავტი დასვეს მზეზე, ოღონდ ღამე სხვანაირად დაიწვებოდაო…

2014 წელს ჩრდილო კორეის ტელე და რადიო მაუწყებლობით გადმოცეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ მსოფლიო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, იმ დროს როდესაც მათი გუნდი საერთოდ არ მონაწილეობდა ჩემპიონატში

კიმ ჩენ ინის ბიოგრაფია(მეტი ოფიციალური ინფორმაცია სამწუხაროდ არ მოიპოვება)

კიმ ჩენ ინი (კორ. 김정은?) (დ. 8 იანვარი, 1982, 1983 ან 1984, ფხენიანი, ჩრდილოეთი კორეა) — ჩრდილოეთ კორეელი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი, კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. კიმ ჩენ ირის შვილი და კიმ ირ სენის შვილიშვილი. თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 2011 წლის 17 დეკემბერს, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ.

დაიბადა 1982, 1983 ან 1984 წელს (ზუსტი თარიღი ცნობილი არაა). იგი არის კიმ ჩენ ირისა და მისი მესამე ცოლის, ყოფილი მსახიობის კო იონ ჰის მესამე შვილი.

სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით კიმ ჩენ ინი სწავლობდა ბერნის საერთაშორისო სკოლაში[4]. 2002 წლიდან კი სწავლობს კიმ ირ სენის სახელობის უნივერსიტეტში

https://www.youtube.com/watch?v=HUOROLyD1d8

Leave A Reply

Your email address will not be published.