ჩრდილოეთ კორეამ მზეზე პირველი ადამიანი დასვა – ანუ როგორ ატყუებენ ადგილობრივებს

ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასტრონავტი ჰუნგ ილ გონგი მზეზე დაეშვა.

როგორც სააგენტოში აღნიშნეს, სპეციალურად შექმნილი ხომალდით, ასტრონავტი მზეზე გუშინ დილით, დაახლოებით 3 საათზე დაეშვა. მას მზემდე მისაღწევად 4 საათი დასჭირდა.

“ძალიან ბედნიერები ვართ მოგახსენოთ, რომ წარმატებული მისიის წყალობით, ადამიანი მზეზე დაეშვა. ჩრდილოეთ კორეამ ამ კუთხით ყველა ქვეყანას აჯობა. ჰუნგ ილ გონგი გმირია და იმსახურებს გმირულ დახვედრას, როდესაც საღამოს სახლში დაბრუნდება. სპეციალურად ამ მისიისთვის გაწვრთნილი 17 წლის ასტრონავტი დედამიწაზე 9 საათისთვის დაბრუნდება და მის ბიძას, ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდება. როგორც ცნობილია, “სივრცის მკვლევარი” ღამით გაფრინდა, რათა მზის გამოსხივება აერიდებინა. მზეზე ყოფნისას მან ნიმუშები შეაგროვა და გადაწყვიტა, ლიდერისთვის საჩუქრად წამოეღო. ამ მისიას უკვე უწოდეს ჩვენი დროის უდიდესი მიღწევა”, – ეს ტექსტი წამყვანმა პირდაპირ ეთერში წაიკითხა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო დეზინფორმაციებს ავრცელებს. 2010 წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ბრაზილიის ნაკრებმა ფეხბურთში ჩრდილოეთ კორეის ნაკრები 2:1 დაამარცხა. მიუხედავად ამისა, საინფორმაციო სააგენტოებმა მოსახლეობას დიდი სიამაყით მოახსენეს, რომ ბრაზილიელები
ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.
საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2006 წელს ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში მატარებლით ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა, მაგრამ კორეელებმა შეაჩერეს მატარებელი და ჩინელი მუშები უკან დააბრუნეს. ასევე, რომ ჩრდილოეთ კორეაში წიგნიერების დონე 99%-ია. ეს კოეფიციენტი აქვს მხოლოდ აშშ-სა და ბრიტანეთს. ჩრდილოეთ კორეა წინ უსწრებს იტალიას, ესპანეთს, ჩინეთს, ბრაზილიასა და ინდოეთს. მოსახლეობას შეატყობინეს, რომ კიმ ჩენ ირის დაბადებისას, ვარსკვლავმა ცა გაანათა, სეზონები შეიცვალა და ორმაგი ცისარტყელა გამოჩნდა.

Comments
Loading...