ჩრდილოეთ კორეაში ორი მაღალჩინოსანი სიკვდილით დასაჯეს

ჩრდილოეთ კორეაში ორი მაღალჩინოსანი სიკვდილით საზენიტო დანადგარიდან გასროლით დასაჯეს. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გასცა. სამხრეთ კორეის მედიის ინფორმაციით, სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი ტერორის მმართველობის ახალი ერის დასაწყისია.

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული განათლების სამინისტროს წარმომადგენელი რი იანგ ჩინია. მას ქვეყნის პრეზიდენტთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრისას ჩაეძინა, რითაც ლიდერის რისხვა დაიმსახურა. უშიშროების სამსახურმა მრავალჯერადი დაკითხვის შემდეგ მას ბრალი კორუფციაშიც დასდო.

სიკვდილით დასჯილი მეორე მაღალჩინოსანი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ვანგ მინია. მას ბრალად ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული იდეების პოპულარიზაცია ედება ბრალად.

ჩრდილოეთ კორეაში დასჯის მსგავის მეთოდს ამ დრომდეც იყენებდნენ. უკანასკნელად მსგავსი შემთხვევა გასულ წელს დაფიქსირდა.

Comments
Loading...