ჩცდ-ს მსახიობ ვიკა კალანდიას გრანდიოზული სიურპრიზი ანი გიუნტერს

დღეს ანი გიუნტერი იუბილარია. ტელეწამყვანის განუყრელი მეგობარი, მსახიობი ვიკა კალანდია, ქართველ ბარიტონ მიშა ქირიასთან, პიანისტ დათუნა ალადაშვილთან და ანის მეგობრებთან ერთად, „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში მაშინ შეიჭრა, როცა ანი მაყურებელს ემშვიდობებოდა.

მიშამ და დათუნამ ტელეწამყვანს დაბადების დღის სიმღერა მიუძღვნეს. უზარმაზარ ტორტში კი, რომელიც სტუდიაში ძლივს შეაგორეს, ანის შვილები ისხდნენ.

 

ვიკა კალანდია: ამ სიუპრიზისთვის სამი დღე ვემზადებოდი. გუშინ ბუშტების გასაბერი აპარატიც გაგვიფუჭდა და სამმა მეგობარმა საკუთარი ძალებით გავბერეთ. მზადების პროცესში ბევრი კურიოზი გადაგვხდა. ამის მიუხედავად, ტორტი დანიშნულების ადგილამდე უვნებელი მივიტანეთ. ვფიქრობ, რომ მეგობრებს ანისთვის განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია. გვსიამოვნებს, თუკი ჩვენთვის საუკეთესო მეგობრის, დედის და ადამიანის გახარება შევძელით.

 

– გადაცემის ,,დილა მშვიდობისა, საქართველო“ პროდიუსერი ნინო არაზაშვილი იოლად დაგთანხმდათ პირდაპირ ეთერში ასეთი ამბის მოწყობაზე?
– დიახ და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნინო არაზაშვილს. მან მომცა საშუალება და დამითმო ეთერი, რომ საყვარელი მეგობრისთვის პატარა სიურპრიზი გამეკეთებინა. ოთარ ქირიას, ,,რუსთავი 2“ – სა და დილის ეთერის შემოქმედებით გუნდს ვუხდი მადლობას.

დათუნა ალადაშვილმა და მიშა ქირიამ ჩვენი სიუპრიზი განსაკუთრებულად გაალამაზეს და უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა. რომ არა ჩემი მეგობრები, მათ გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. დათუნა აგასი, რომელიც ფოტოებს იღებდა, ჩვენი უახლოესი მეგობარია და არ ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადო.

 

ანი გიუნტერი: ამდენი ერთგული მეგობარი რომ მყავს, ეს უკვე ცხოვრებისგან დიდი სიურპრიზია. ვერ ვლაპარაკობ… მართლა არ ვიცი, ასე რამ შეიძლება ადამიანი დააბნიოს და გაახაროს. სხვისთვის რა არ მომიფიქრებია და რა არ გამკვირვებია, მაგრამ ეს ყველაფერი პირადად როცა გეხება, დაუვიწყარი ემოციაა. მადლობა ,,რუსთავი 2“-ის მთელ გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამხელა სიუპრიზის მოწყობაში მიიღო მონაწილეობა. ამ ადამიანებმა დედამიწა კიდევ უფრო მეტად შემაყვარეს. ყველას ვუსურვებ ისეთ დღეებს, როგორიც მეგობრებმა მაჩუქეს.

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე

წყარო: http://funtime.ge

Comments
Loading...