ჩვენ დავარღვევთ მითს პოლიციელების ხელშეუხებლობაზე – მაკა რაზმაძე

“პოლიციელები თვლიან, რომ მათ აბსოლუტურად ყველაფრის უფლება აქვთ და არიან ხელშეუხებლები. ჩვენ ამ მითს დავარღვევთ აუცილიბლად და ეს იქნება სწორედ გიორგი გასვიანის საქმე, რომელიც ამ მითს ბოლოს მოუღებს და წერტილს დაუსვამს, რადგან ბოლომდე ვაპირებთ მივყვეთ”, – ამის შესახებ გადაცემა “პრიორიტეტის” წამყვანმა მაკა რაზმაძემ “ინგა გრიგოლიას დღის ამბებში”, ჟურნალისტ გიორგი გასვიანისცემის შესახებ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა

ტელეკომპანია „იბერიას“ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს. მისი თქმით, შემთხვევა გუშინ, ბორჯომში მოხდა. გასვიანიგანმარტავს, რომ პოლიციელი, რომელიც ფიზიკურად ორ პირთან ერთად გაუსწორდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.