“ჩვენ მივაღწევთ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს და თუ მთავრობა ამას არ გააკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ 2016 წლის ნოემბრიდან”

„როგორც მოგეხსენებათ, ერთი თვის წინ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პენსიონერებთან ერთად დაიწყო კამპანია ქვეყანაში პენსიის 50-ლარიანი მატების შესახებ. დღეს ჩვენ ამ კამპანიის პირველი შედეგი ვიხილეთ, ვაიძულეთ მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიების ნაწილობრივი ზრდა გაეთვალისწინებინა. რატომ ვამბობთ ვაიძულეთ? იმიტომ, რომ მთელი 1 თვის განმავლობაში გვესმოდა თითქოს პენსიის ზრდა პოპულიზმია და ამის რესურსი არ არსებობს. ბიუჯეტი უკვე ორჯერ იყო შემოტანილი პარლამენტში და არცერთ პროექტში, არცერთი თეთრი არ იყო გათალისწინებული პენსიების ზრდისთვის. ამიტომ ის, რომ მთავრობა ნაწილობრივ დათანხმდა ჩვენს მოთხოვნას, ნიშნავს მხოლოდ ერთს – ჩვენმა, ჩვენი საზოგოადებისა და პენისონერების აქტივობამ გამოიღო პირველი შედეგი და თითოეულ პენსიონერს ვულოცავ.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი კამპანია შეწყდება. ჩვენ მივაღწევთ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს, ხოლო თუ მთავრობა ამას არ გააკეთებს, გპირდებით, რომ ამას ჩვენ გავაკეთებთ 2016 წლის ნოემბრიდან, როცა მთავრობას არჩევნების გზით გავუშვებთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.