„ჩვენ პირნათლად შევასრულეთ ყველაზე რთული ნაწილი – ეს იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი“

საპარლამენო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ევროკომისიას, უკრაინისგან მეტი გარანტიები სჭირდება და სწორედ ამიტომ გადაიდო ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დასკვნის გამოქვეყნება.

„ჩვენ და უკრაინა ამ საკითხში, ვართ ერთად და მივდივართ ერთად. როგორც ჩანს, არის ერთი დეტალი, რომელშიც სჭირდებათ პირდაპირ გარანტია უკრაინის პრეზიდენტის. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ პირნათლად შევასრულეთ ყველაზე რთული ნაწილი – ეს იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი. როგორც ჩანს, მათ ამ მასშტაბის კანონი ვერ მიიღეს, მაგრამ მიიღეს რაღაც, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს. როგორც ჩანს, სჭირდებათ მეტი გარანტია, ამიტომ ჩადის პოროშენკო და ვვარაუდობ, რომ პირადად მისგან მიიღებენ ამ გარანტიას“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

Comments
Loading...