ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვთქვათ-არა ოლიგარქიულ-მანიაკალურ ივანიშვილის საქართველოს

რუსთავი 2-ის ეზოში შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც სამაუწყებლო კომპანიის მხარდასაჭერად მოვიდნენ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მიმართა და მხარაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს, თავისუფალი ქვეყნის შვილებს, ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს გაუმარჯოს აქ, საქართველოს გულში რუსთავი 2-ის ეზოში. დღეს წყდება არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვის ბედი, დღეს წყდება საქართველოს ბედი-როგორი იქნება ის მანიანკალურ-ოლიგარქიული, თუ თავისუფალი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვთქვათ-არა ოლიგარქიულ-მანიაკალურ ივანიშვილის საქართველოს, არა ურთმელიძის მიერ ჩახშულ სიტყვის თავისუფლებას. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც გაემიჯნება ამ სამარცხვინო ვითარებას, სიტყვის ჩახშობას. ხელისუფლების მიტაცებას, ყველა ვინც ჩვენ შვილებთან ერთად იბრძვის ჩვენი შვილების მომავლისთვის, ყველა მისაღებია ჩვენთვის, ყველას დავუდგებით გვერდით, მივცემთ სიტყვის უფლებას და დავუჭერთ მხარს იმისათვის, რომ იბრძოლოს ჩვენი მომავლისთვის. სულერთია რა მოტივაციით იქნება, დღეს არ არის წარსულის გახსენების დრო, მთავარია აწმყო და ჩვენი შვილების მომავალი,”-აცხადებს ნიკა გვარამია.
www.rustavi2.com

Comments
Loading...