“ჩვენ ვთქვით, რომ გამოძიების მიმდინარეობას დავაკვირდებით,” – უჩა ნანუაშვილი შეწყალების კომისიის სკანდალზე საუბრობს

შეწყალების კომისიის სკანდალთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა.

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ საკმაოდ დიდია ინეტრესი და პროკურატურის მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე.

„გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ჩვენ ვთქვით, რომ გამოძიების მიმდინარეობას დავაკვირდებით, და შევეცდებით, პერიოდულად მივიღოთ ინფორმაცია, თუ სიახლეებია ამ გამოძიებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.