„ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც ქაჯებს ეტრფიან, ჭკუათხელს ჭკუას ეკითხებიან“

„ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც ქაჯებს ეტრფიან, ჭკუათხელს ჭკუას ეკითხებიან“ – ლაშა ამირეჯიბი შექსპირის სონეტის თბილისურ პერიფრაზს გვთავაზობს:

„ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც საოცრებები ხდება! სადაც ზნეობა უზნეობამ შეცვალა! სადაც სიკეთეს ბოროტება ეჯიბრება! სადაც სიმბოლოებს ამხობენ, წიხლით ჯეგავენ! სადაც ეკლესიას ეშმაკები შეესივნენ! სადაც ქაჯებს ეტრფიან! სადაც ჭკუათხელს ჭკუას ეკითხებიან! ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც ბოგანომ მწიგნობარი შეცვალა! სადაც წიგნი მტვერით დაიფარა! სადაც ლექსი შაირმა შესანსლა! სადაც ძმა ძმის სისხლს დალევს! სადაც უნამუსობა ნამუსით შეიმოსა! სადაც ენის მიტანა კეთილი საქმეა! სადაც მეტრაკეს ძვირი-ფასი აქვს! სადაც ღირსებას არაფრად აგდებენ! ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც კანონი არ კანონობს! სადაც დაჩაგრულმა კაცმა სამართალზე ხელი ჩაიქნია! სადაც უსამართლობას სამართალს ეძახიან! სადაც დეფიმ გრიშაშვილი ჩაანაცვლა! სადაც ჯოგი ბატონობს და სტომაქებს იბერავს! დავიღალე, მაგრამ ვერ გავურბივარ ქალაქს, ტანჯულს, მაგრამ მაინც სანატრელს! დღეს შერაცხულს, მაგრამ მარადიულს. რომელიც მიყვარს და სხვაგან ვერ ვნახავ.“– წერს ამირეჯიბი.

Comments
Loading...