ჩვენი ინტერესია დაპირისპირება ამოიწუროს და კოალიცია დარჩეს ერთიანი-კობახიძე

საქართველოს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება. მანანა კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის ინტერესია, დაპირისპირება რაც შეიძლება სწრაფად ამოიწუროს და კოალიცია დარჩეს ერთიანი, მყარი მექანიზმის სახით . ვიცე-სპიკერის თქმით, მოვლენების განხილვა პოლიტსაბჭოს ფორმატში უნდა მოხდეს.

“ჩვენ გვინდა, რომ ხმაური, რომელიც საჯარო სივრცეში მიმდინარეობს, რაც შეიძლება დროულად დასრულდეს. ამისთვის აუცილებელია პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობა. იმედი მაქვს, ეს მალე იქნება. რაც მთავარია, ეს გარკვეული დაპირისპირება თუ პრობლემა, რაც არსებობს, ამოიწურება სწორედ იმ ინტერესების გათვალისწინებით, რაც არის არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ზოგადად კოალიციის, ხელისუფლების სიმყარის და ერთობის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. პირველ რიგში, ამაზე უნდა ისაუბროს კოალიციაში, იგივე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თუ კოალიციის ლიდერმა, რომელიც ხელმძღვანელობს პოლიტსაბჭოს. ნაადრევი განცხადებები, მითუმეტეს, საკმაოდ მწვავე, ვფიქრობ, ურთიერთობებს უფრო დააზიანებს. ეს არ იქნება მიმართული მდგომარეობის განმუხტვისაკენ. ჩვენი ინტერესია, ეს დაპირისპირება რაც შეიძლება სწრაფად ამოიწუროს და კოალიცია დარჩეს ერთიანი, მყარი მექანიზმის სახით,”-განაცხადა კობახიძემ.

Comments
Loading...