ჩვენი ინტერესია გაზრდილი სარგებელი მივიღოთ – პრემიერი “გაზპრომზე” კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს


პრემიერ-მინისტრი „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წამოწევის საკითხს პოლიტიკურ სპეკულაციებს უკავშირებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ამ თემით ოპონენტებს სურთ გადაფარონ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენები.

“მედიის ყურადღება მიმართულია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ წარმოწეული თემების აქტიურ გაშუქებაზე. მათი მთავარი მიზანია, ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ამ კვირაში იმართება, გადაიფაროს და მოსახლეობისთვის ნაკლებად საინტერესო საკითხებზე გადაიტანონ აქცენტები. გაზპრომთან” მოლაპარაკებები ტექნიკური ხასიათისაა. “გაზპრომის” საკითხი არის აბსოლუტურად პოლიტიზებული ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტო, რომ ჩვენი ქვეყანა არის დამაკავშირებელი როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის. “გაზპრომის” გაზსადენი მრავალი წელია მიაწოდებს სომხეთს გაზს. ამ ტრანზიტში ჩვენი ქვეყანა ღებულობს გარკვეული მოცულობის გაზს და რადგან სომხეთს გაზის მოცულობის გაზრდა სურს, ჩვენი ქვეყანაც დაინტერესებულია, რომ მიიღოს გაზრდილი მოცულობის ბუნებრივი აირი. რა საჭიროა ამდენი ხმაური და აჟიოტაჟი“, – ამბობს ღარიბაშვილი.

Comments
Loading...